06 სექტემბერი 2026,   16:55
ვრცლად
ბრალდების პოზიცია იყო აბსტრაქტული - ივერი მელაშვილის ადვოკატი

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულის ივერი მელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ პროკურატურამ მხოლოდ აბსტრაქტული თეორიები წამოაყენა. 

მისი თქმით, პროკურატურა დაეყრდნო მამა კირიონის ჩვენებას, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებულები სადავო რუკის გამოყენების წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა კონკრეტულ მოტივს არ ასახელებს. 

"ბრალდების პოზიცია იყო აბსტრაქტული, დაფუძნებული მხოლოდ გარკვეულ თეორიებს და დაშვებებს. შესაბამისად, სასამართლოს ეს არ უნდა გაეზიარებინა. პირველივე ეტაპზე, ამ საქმეში დაირღვა ბრალდებულების დაცვის უფლება. მამა კირიონი ამბობს, რომ თითქოს ის შეესწრო ფაქტს, სადაც ორ მხარეს შორის მოლაპარაკების დროს, გარკვეული შეხვედრის დროს სატრაპეზოში თითქოს ეს რუკები, რომელიც დღეს იყო სადავო, რომ უნდა გამოყენებულიყო, იყო წარმოდგენილი, თუმცა გარკვეული მოტივის გამო (მოტივს არ ასახელებს) ბრალდებულები ამ დოკუმენტის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, არის სიცრუე,"-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები