06 სექტემბერი 2026,   16:54
ვრცლად
გვსურს საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა - ნიკა რევაზიშვილის ადვოკატი

"კურიერის" კიდევ ერთი ექსკლუზივი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - მცხეთის რაიონულ სასამართლოში ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულებიდან რამდენიმე დღეში დააფიქსირებს იმ პოზიციას, რასაც "რუსთავი 2" მაყურებელს ჯერ კიდევ გუშინ უყვებოდა.

ამ მძიმე საქმის განხილვას, ნაფიცი მსაჯულები დაიწყებენ. საქმე ეხება მხოლოდ ერთ ეპიზოდს, საუბარია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე.

"ნიკა რევაზიშვილი უნდობლობას უცხადებს მორჩილ სასამართლო სისტემას და შესაბამისად, გვსურს საქმე განიხილონ საზოგადოების წარმომადგენლებმა. ნიკა რევაზიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს არსებითად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ახლა უკვე, საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ჩაიხედონ სისხლის სამართლის საქმეში და თავად განახორციელონ მართლმსაჯულება ამ საქმეზე,"- აცხადებს ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი შოთა კახიძე.

შ არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი, რომელიც საქმის განხილვას ნაფიც მსაჯულებს ანდობს. 

"ჩვენ ვირჩევთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დარჩენილი მოსამართლეების მიმართ არ გვაქვს ნდობა, ამიტომ გვინდა საქმე საზოგადოებამ განიხილოს,"- აღნიშნავს არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.






დღის ამბები