07 სექტემბერი 2026,   12:00
ვრცლად
ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თვითრეალიზების საშუალება, იქნება ეს თბილისში, ბათუმში, ამბროლაურში თუ ონში - პრემიერი

პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ონში მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

გოჩა ენუქიძის წარდგენას ესწრებოდა პარტიული სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია, რომელმაც რეგიონში არსებულ პრობლემებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. 

"საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მოუხედავად იმისა, სადაც ის ცხოვრობს, შეუქმნას თანაბარი პირობები იმისთვის, რომ ჰქონდეთ თვითრეალიზების შესაძლებლობა, ეს შეიძლება იყოს თბილისში, ბათუმში, ამბროლაურში, ონში, სადაც არ უნდა იყოს. ქართველ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს თანაბრად კარგი განათლება, ქართველ ხანდაზმულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნორმალური ჯანდაცვა და შესაბამისი სოციალური დახმარება და ამისთვის ვაკეთებთ ჩვენ ყველაფერს. ონს აქვს თავისი ისტორიული გამორჩეულობა,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ რეგიონის პრობლემები ისევე მოგვარდება, როგორც, თავის დროზე, გაზიფიკაციის პრობლემა გადაიჭრა. 

"როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და ონში დავიწყეთ გაზიფიკაციის სამუშაოები, არავის არ სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა დღეს ონი გაზიფიცირებული, რაც სასიხარულოა და ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს მუნიციპალიტეტში, ეტაპობრივად მოგვარდება და მოწესრიგდება,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები