თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში დაფიქსირდა.
დანარჩენი 2 გარდაცვლილის შესახებ მარინა ენდელაძეს ინფორმაცია არ აქვს.
"გარდაცვლილებს რაც შეეხება, მე ვიცი 4 პაციენტის შესახებ, რომლებიც გარდაიცვალნენ აჭარაში. ესენი გახლავთ 65 წლის, 76 წლის, 80 და 90 წლის პაციენტები, 3 ქალი და 1 მამაკაცი, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. დანარჩენი ორის შესახებ, ჯერ ჯერობით, ინფორმაცია არ მაქვს,"-განაცხადა მარინა ენდელაძემ.