06 სექტემბერი 2026,   16:10
ვრცლად
გიგა შუშანია ქუთაისის მერიას ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და "ქართულ ოცნების" აქტივისტების დასაქმებაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ადგილობრივი მუნიციპალური სამსახური არარსებული ტრანსპორტის მომსახურეობასა და დაუსრულებელი შენობის ადმინისტრაციის შენახვაში ბიუჯეტიდან 200 000 ლარს ხარჯავს.

შუშანია "ქართულ ოცნებას" ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და აქტივისტების დასაქმებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისთვის", რომელსაც ჯერ ქალაქში ავტობუსები არ შემოუყვანია 200000 ლარია გამოყოფილი, შენობისა და ავტოსადგომის მოწყობა კი მერიას 2 მილიონ 700 000 ლარი უჯდება.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ქუთაისელების პრობლემების მოგვარების ნაცვლად პარტიის აქტივისტების დასაქმებით არის დაკავებული.

დღის ამბები