06 სექტემბერი 2026,   16:55
ვრცლად
ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის 115 მებაჟე-ოფიცერს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

შემოსავლების სამსახურმა მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის 115 მებაჟე-ოფიცერს ტესტირება ჩაუტარა.

კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში სისტემატიურად მიმდინარეობს.

დღის ამბები