06 სექტემბერი 2026,   16:10
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე წალკაში მხარდამჭერებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა

დაუსაქმებელი ახალგაზრდები, სამუშაო ადგილების კრიზისი და გაღატაკებული მოსახლეობა - ეს იყო ის პრობლემები, რაზეც წალკაში "ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მხარდამჭერები ესაუბრნენ.

შეხვედრისას მოსახლეობამ წუხილი გამოთქვა, რომ წალკა ახალგაზრდებისგან დაცარიელდა.

"პრობლემები, რომლებზეც ვლაპარაკობდით 7 წლის წინ, დღეს არათუ შემცირებული არ არის, არამედ პირიქით გაზრდილია. ყველაზე მეტად ახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა აწუხებთ. ეს ტკივილი მათთვის სერიოზულია. მე დეტალურად გავაცანი მათ ჩვენი ხედვა, პროგრამიდან გამომდინარე,"- აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 

დღის ამბები