08 სექტემბერი 2026,   14:51
ვრცლად
სამეგრელოში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა - მათგან 8 ზუგდიდს უკავშირდება

სამეგრელოში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 8 ზუგდიდს უკავშირდება, მათ შორის, 2 არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ხოლო 6-ზე ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.

ამასთან, 2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. 1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მოქალაქე ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში, 2 ტრაილერის მძღოლია, მათგან ერთი ქვემო წალკაში მცხოვრებია, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. 

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 212-ია. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 64 COVID პაციენტი, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 31 COVID პაციენტი მკურნალობს. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, ყველა ზუგდიდის მცხოვრებია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება - 110 ადამიანი.

დღის ამბები