17 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტიის" თქმით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ქუთაისში მოქალაქეების რეგისტრაციას არარსებულ მისამართებზე გეგმავს

"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სამსონ გუგავას თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და არარსებულ მისამართებზე მოქალაქეების რეგისტრაციას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, მათ ოთხასამდე მისამართი აღმოაჩინეს, სადაც რამდენიმე ასეული ამომრჩევლის რეგისტრაცია მოხდება.  

"ლეიბორისტებმა" საოლქო კომისიასთან ბრიფინგი გამართეს და მისამართების დაზუსტება მოითხოვეს. მათი თქმით, მსგავსი პრობლემა ყველა არჩევნებზე არის და ხელისუფლება მათ მოგვარებას არ ცდილობს.

"ლეიბორისტებმა" მისამართების დაზუსტების მოთხოვნით N59-ე საოლქო კომისიას განცხადებით მიმართეს.

"იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად დაიწყო გაყალბების პროცესი. ჩვენი გადამოწმების შედეგად ქუთაისში აღმოვაჩინეთ 400 მისამართი, რაზეც მომავალში არარსებულ ამომრჩეველს დაამაგრებ და ყალბი პირადობებით მოხდება გაყალბება. მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ამოიღონ ეს ყალბი მისამართები საარჩევნო საზღვრებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში რისხვას მიიღებენ,"-აცხადებს სამსონ გუგავა.

საოლქო კომისიაში განმარტავენ, რომ კომენტარი განცხადების გაცნობის შემდეგ გაკეთდება.

დღის ამბები