19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ხმაური ქუთაისში - კომაში მყოფი 22 წლის ქალის ოჯახი ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებს და მის დასჯას მოითხოვს

ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან, ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო. ერთ-ერთი პაციენტის კლინიკის ოჯახი ექიმის დასჯას მოითხოვს.

პაციენტ სალომე გვასალიას ოჯახის წევრების თქმით, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 23 წლის გოგოს ექიმს დაუდევრობის გამო ოპერაცია არასწორად ჩაუტარდა. 

გვასალიების თქმით, ახალგაზრდა ქალი 4 ოქტომბერს სენაკში ხიდან ჩამოვარდა, მას მოტეხილობა ჰქონდა, რის გამოც ის ქუთაისში გადაიყვანეს. ოჯახის თქმით, პაციენტი კლინიკაშ შეყვანისას კონტაქტური იყო, ექიმების შეფასებით, ოპერაცია საჩქარო არ იყო და მას ყველა სათანადო გამოკვლევას ჩაუტარებდნენ.

"გულის მუშაობის აღდგენის შემდეგ, ავადმყოფის მდგომარეობა მძიმე რჩება. ჩატარებულია თავის ტვინის შესაბამისი გამოკვლევები ამ წუთას, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სახეზეა თავის ტვინის ჰიპოქსიურ-ანოქსიური დაზიანება. ის თუ რამ გამოიწვია გულის გაჩერება, ამის დასადგენად შესაბამისი სამსახურები არსებობს, არსებობს ექსპერტიზა, რომლის დასკვნის შემდეგაც, შეგვიძლია ყველაფერზე გავცეთ პასუხი,"- აცხადებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის სამსახურის უფროსი მამუკა ნემსიწვერიძე.

რაც შეეხება, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგ  იაკობ ცერცვაძეს, რომელმაც ოპერაცია თავად ჩაატარა, მან "კურიერის" შეკითხვებს არ უპასუხა. 

6 ოქტომბერს კი ხერხემლის ოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, მას გული გაუჩერდა.

ამ დროისთვის პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია, ტვინზე შეშუპება აქვს და მეორე ოპერაცია სჭირდება. ოჯახი შიშობს, რომ პაციენტი მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანს. ისინი მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

დღის ამბები