17 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ნინო ბურჯანაძემ ბორჯომისა და ახალციხის მოსახლეობას "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო პროგრამა გააცნო

პარტია "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე - ბორჯომსა და ახალციხეში მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ, ქალაქის ცენტრში ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნეს. 

პოლიტიკოსებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რასაც გამარჯვების შემთხვევაში მოაგვარებენ. ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა საარსებო მინიმუმზე, სოციალურ დახმარებაზე, პენსიის გაზრდასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. პარტიის ლიდერს აქვს ინიციატივა, რომ ქალს დიასახლისობა სტაჟად ჩაეთვალოს. 

 

დღის ამბები