ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 67 წლის ქალი გარდაიცვალა. საავადმყოფოს დირექტორის, ავთანდილ მიქელაშვილის თქმით, პაციენტი კლინიკაში სულ ერთი დღე იმყოფებოდა.
პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა, ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. დაავადებული მართვით სუნთქვაზე იყო, ასევე მას ჰქონდა შაქრის დიაბეტი და გულის უკმარისობა. 67 წლის ქალი გუშინ ღამით გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.