06 სექტემბერი 2026,   08:13
ვრცლად
დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სწავლა დისტანციური რეჟიმში გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც 5 მოსწავლეს COVID-19 დაუფიქსირდა. ხუთივე დაინფიცირებული პირველადი წყარო მე-9 კლასელია.

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგაკვეთილო პროცესი დისტანციურად წარიმართოს.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.

დღის ამბები