19 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
თბილისის 126-ე სკოლაში პირველი და მეოთხე კლასები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

თბილისში, 126-ე სკოლის პირველი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების რისკებია.

"კურიერის" ინფორმაციით, კოვიდინფექცია მოსწავლეს და ორ მასწავლებელს დაუდასტურდა. 

საქართველოში დღეს კორონავირუსის 478 შემთხვევა გამოვლინდა.

 "სამი კლასი არის გადასული დისტანციურ რეჟიმზე. აქედან ერთ კლასში მოსწავლეს და ორ პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. გავიარეთ კონსულტაცია ეპიდემიოლოგებთან და აღნიშნული კლასები მათი რჩევით გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. 

ეპიდემიოლოგები მუდმივ კონტაქტში არიან ჩვენთან, სკოლის ექიმთან. რეკომენდაცია გავიარე მათთან. სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელეთ დღეს," - განაცხადა 126-ე სკოლის დირექტორმა ირინა მჭედლიძემ.

დღის ამბები