12 სექტემბერი 2026,   11:16
ვრცლად
პოლიტიკური მოტივი თუ კეთილი ნება - "დავით გარეჯის საქმის" ადვოკატები დავით ხიდაშელის ინტერესებზე საუბრობენ

პოლიტიკური ინტერესი თუ კეთილი ნება, რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს ბიზნესმენ დავით ხიდაშელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით. სწორედ დავით ხიდაშელის ხელში აღმოჩნდა ის რუკა, რომელიც პროკურატურის ვერსიით, წინა ხელისუფლების პირობებში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს გადამალული იყო. ერთ-ერთი ვერსიით, საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები სახელმწიფოს მან მიაწოდა.

კონკრეტულ მოტივს ვერ ასახელებენ თუმცა პოლიტიკურ ინტერესზე ამახვილებენ ყურადღებას "დავით გარეჯის საქმის" ადვოკატები:

"დავით ხიდაშელს, სულხან კომახიძეს და კიდე ამ სახლის და გვარების მქონე ადამიანებს, სულხან კომახიძე მე ვარ, არ აქვთ იმის საკმარისი ცოდნა და ვერ ექნებათ, რომელი რუკა უნდა იყოს გამოყენებული და რომელი არა. ამას ადგენენ სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანები და ამ ცოდნის მქონე ადამიანები არიან ისინი, ვინც უკანონოდ არიან დაკავებულები დღეს. ნელნელა გავიგებთ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ფაქტია, რომ რაღაც ინტერესთან გვაქვს საქმე, რადგან აქამდე მოვედით," - აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი სულხან კომახიძემ.

პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილიც:

"დავით ხიდაშელი, როგორც მოქალაქე დაეხმარა თითქოს თავდაცვის სამინისტროს ამ რუკების მოძიებაში იმიტომ რომ მას ხელი მიუწვდებოდა დავით ხიდაშელის მოტივებზე მე ვერ ვისაუბრებ მე შემიძლია ვისაუბრო თვითონ ბრალდების მოტივებზე, რაზეც არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება და ბრალდებული ბატონი ივერიც ამას ამბობს, რომ აშკარად იკვეთება პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმესთან მიმართებაში," - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

დღის ამბები