19 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ზესტაფონში სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზესტაფონში სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ექთანი პარალელურად ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და მისი დაინფიცირებაც აღნიშნულ კლინიკას უკავშირდება.

როგორც ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ექთნის შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას სპეციალისტები სახლში აკვირდებიან, ხოლო ექთნის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 

ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ვირუსი არ დაუდასტურდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ 9 პირს.

დღის ამბები