პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების მორიგი აქცია ბათუმში გაიმართა. აჭარის მთავრობის სახლთან მძღოლები, მუსიკოსები, სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულები, ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები და კვების ობიექტების თანამშრომლები შეიკრიბნენ.
ისინი ხელისუფლებისგან საბანკო ვალდებულებების გადავადებას და შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ.
მოთხოვნათა შორის იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაც. მოქალაქეები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციები ერთ კვირაში ისევ განახლდება.