06 სექტემბერი 2026,   16:09
ვრცლად
ხონში გიორგი ვაშაძის საარჩევნო ბანერი დააზიანეს

ხონში სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისთან უცნობმა პირებმა გიორგი ვაშაძის ბანერი დააზიანეს. მომხდარს პარტიაში წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულ ქმედებად და ოპოზიციური პარტიებისთვის კამპანიაში ხელის შეშლის მცდელობად აფასებენ.   

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ მოკვლევა სსკ 187 ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები