06 სექტემბერი 2026,   16:55
ვრცლად
COVID-19-ით 4 პაციენტი აჭარაში, 1 თერჯოლაში, 1 სამტრედიაში, 2 კი თბილისში გარდაიცვალა

დღეს კორონავირუსით ყველაზე მეტი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ ყველა მათგანს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. 

"სამი მამაკაცი იყო 73, 70-ის და 57 წლის, ერთი ქალბატონი კი, 78 წლის. მათი მდგომარეობა შემოსვლისთანავე მძიმე იყო. ოთხივე მათგანს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გარდა ამისა ანამნეზი დატვირთული იყო ქრონიკული დაავადებებით," - აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.

დანარჩენი გარდაცვლილი პაციენტებიდან, ერთი მათგანი 64 წლის ქალი ბათუმიდან იყო გადაყვანილი და  მკურნალობას თერჯოლაში გადიოდა, ერთი გარდაცვლილი სამტრედიაში მკურნალობდა, ის 55 წლის მამაკაცი იყო, 2 პაციენტი კი, თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. 

დღის ამბები