ზუგდიდში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ მედიათეკების პროექტის პრეზენტაცია გამართა.
მისი განცხადებით, ჯერ ქალაქში, შემდეგ კი სოფლებში, ეს იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ყველა ადგილობრივს სხვადასხვა შესაძლებლობას მისცემს.
გიგი უგულავას თქმითვე, მედიათეკებს, გამარჯვების შემთხვევაში პირველ ეტაპზე ე.წ. ფაიფურისა და კომბინატის უბნებში, ასევე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოაწყობენ.