19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
სოფელ იყალთოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

სოფელ იყალთოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი გარდაიცვალა. 37 წლის კაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ავარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში გუშინ საღამოს მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები