მარნეულის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთ საჯარო სკოლის დირექტორს 11 წლის მოზარდის ცემაში ადანაშაულებენ. დაზარალებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვს თანატოლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა, რის შედეგადაც სკამი გატყდა, გაბრაზებულმა დირექტორმა კი ბავშვს თავი ჯერ მერხზე, შემდეგ კი კედელზე არტყმევინა. შედეგად მოზარდმა რამდენიმე წუთით გონება დაკარგა.
საჩივარი მარნეულის პოლიციაში უკვე შეტანილია - ოჯახი დირექტორის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. თავად სკოლის ხელმძღვანელი კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.
გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.