სოლიდარობის აქცია ბათუმში - მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და გამომცემლობა "ბათუმელების" მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
საქმე ეხება "ბათუმელების" ჟურნალისტსა და ხელვაჩაურის მერის სატელეფონო ჩანაწერს, სადაც მუნიციპალიტეტის მერი ჟურნალისტს აგინებს და უხამსი სიტყვებით მიმართავს. აქციაზე შეკრებილების თქმით, ეს ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფის პირველი ფაქტი არ არის და აუცილებელია ადგილობრივმა ხელისუფლებამ სათანადო რეაგირება მოახდინოს.