06 სექტემბერი 2026,   16:10
ვრცლად
სვანეთში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ღია კერები აღარ შეინიშნება, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა, რომელთა ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი მთის ფერდზე, მიუვალ ადგილზე გაჩნდა, რის გამოც ცეცხლის ქრობაში სახანძრო ავტოტექნიკა ვერ ჩაერთო. კერებამდე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი ფეხით მივიდა და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობს ხანძარს.

მე-3 დღეა, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. მათ 80 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 160 ტონამდე წყალი დაასხეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება და სალიკვიდაციო სამუშაოები.

დღის ამბები