19 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
თბილისში ინფექციის შემთხვევები გაზრდილია - დედაქალაქში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან დედაქალაქში 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ენდელაძის თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 680 შემთხვევის 44% თბილისში გამოვლინდა.

"სამწუხაროდ მოიმატა თბილისში 297 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აჭარაში 189 არის, მესამე ადგილზე კვლავ არის იმერეთი 150 პაციენტი. დანარჩენ რეგიონებში არის ერთეული შემთხვევები, კერძოდ შიდა ქართლში 12, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთში 9 პაციენტი, გურიაში 6, სამეგრელო-ზემო სვანეთში 3 ახალი შემთხვევა, კახეთში 2, სამცხე-ჯავახეთში 1," - განაცხადა ენდელაძემ.

დღის ამბები