ფოთში COVID-19-ის ყველაზე მაღალი 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა უმრავლესობა "აჭარა ტექსტილის" თანამშრომელია.
ფოთის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აცხადებენ, რომ შესაძლოა "აჭარა ტექსტილში" ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდეს, რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის ნანა მხეიძის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ფოთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.