"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატებმა იმერეთის რეგიონიდან ანი მიროტაძე და ანა ბიბილაშვილი აცხადებენ, რომ მაღაროში დასაქმებულების პენსიები და ხელფასები მათი გამარჯვების შემთხვევაში, გაორმაგდება. ასევე, ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა იმერეთში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც.
"ჭიათურის მაღაროში დასაქმებული ადამიანების ხელფასი მერყეობს 500-დან 1 300 ლარამდე, მაშინ როდესაც 10-ჯერ, 20-ჯერ და უფრო მეტჯერ მეტია მენეჯმენტში დასაქმებული ადამიანების რიცხვი. "ლელოს" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ეს იქნება ასე. ჩვენ ვთავაზობთ მაღაროელებს და ყველა ადამიანს, ვინც მძიმე შრომას ეწევა, რომ მათი პენსია იქნება ორმაგი, რაც არის დღეს სოციალური შემწეობა," - განაცხადა საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ანი მიროტაძემ.