25 აპრილი 2024,   10:55
ვრცლად
ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილში" სამუშაო პროცესი შეჩერდა - საწარმოს 116 თანამშრომელს COVID -19 დაუდასტურდა

ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილში" სამუშაო პროცესი შეჩერდა. ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული ციფრი დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვა ინფიცირებულთა რიცხვს არ აკონკრეტებს. ცენტრის წარმომადგენლის, ნინო ლეფსაიას თქმით, ციფრები შესაძლოა შეიცვალოს. ამ დროისთვის 417 ადამიანის PCR ტესტის პასუხია მხოლოდ ცნობილი.

ეპიდემიოლოგიური კვლევები კვლავ მიმდინარეობს. "აჭარა ტექსტილში" 1300 ადამიანია დასაქმებული. ფოთში ინფიცირებულთა რეკორდულ მაჩვენებელს ქალაქის მერი გოჩა კურდღელიაც ადასტურებს.

"გუშინ ლაბორატორიაში გაიგზავნა "აჭარა ტექსტილის" 417 თანამშრომლის ნიმუში. ეტაპობრივად ხდება პასუხების მიღება. ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ 116 პირს დაუდგინდა COVID-19. მათში არიან ფოთელებიც და არაფოთელებიც. რიცხვი პერიოდულად იცვლება. "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა უკვე შეაჩერა. ფაბრიკაში 1300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 350 ადგილობრივია,"- აცხადებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

დღის ამბები