"ნაციონალური მოძრობა" ზუგდიდის საკრებულოს წევრებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.
საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმად საკრებულოს წევრების ნაწილი ზუგდიდის მერიასა და მის ააიპ-ებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ, რაც კანონით აკრძალულია, თავის მხრივ ეს თანამშრომლები კი ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ.
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, მათ ეს ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
წითლიძე პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს და საქმის გამოძიებას მოითხოვს, ამასთან, მერიას მოუწოდებს, მათი თანამშრომლების სია გაასაჯაროვოს.