"ლეიბორისტული პარტია" ზუგდიდში " ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატს გიგი უგულავას დაუჭერს მხარს.
დადიანების ეზოში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა და ზუგდიდელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გიგი უგულავა ღირსეული თანამებრძოლია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი, ღირსეული ოპონენტი იყო. მისივე განცხადებით, გიგი უგულავა დღეს სამეგრელოში ერთადერთი ქარიზმატული და გამოცდილი პოლიტიკოსია, რომლის ნდობაც შეიძლება.
გიგი უგულავამ კი ყველა მხარდამჭერს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, რომელიც მხარს სწორედ უგულავას უჭერს, მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ცვლილებებისთვის სწორედ ერთობაა საჭირო, ის კი ყველას მაჟორიტარი იქნება.