19 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
საქართველოში კოროვირუსის სტატისტიკა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა - თბილისში კოვიდცენტრების რაოდენობა იზრდება

საქართველოში კოროვირუსის სტატისტიკა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღეს უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი - 919 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 366 თბილისში დადასტურდა, 286 აჭარაში, 104- იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 57.

ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება დანარჩენ რეგიონებშიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს 5 მთავარ გზავნილს ახსენებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ თვეში ინფიცირების რიცხვი 10 ათასით გაიზარდა. თებერვლიდან დღემდე კორონავირუსი 14 440 ადამიანს აქვს დადასტურებული, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 3 ათასიც არ იყო. 

ქვეყანაში მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც - 24 აგვისტოდან დღემდე COVID-19-ს 97 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები