"ევროპული საქართველოს" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, აღმაშენებლის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა. არმაზ ახვლედიანმა მათი პრობლემები მოისმინა და ამასთანავე, მოსახლეობას საარჩევნო პროგრამაც გააცნო.
მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს დაიწყება ეპოქა, რომელიც როგორც ბათუმს, ისე მთლიანად საქართველოს გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.