03 მაისი 2024,   14:05
ვრცლად
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან ბრძოლას კიდევ 29 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დილით აზერბაიჯანის რეგიონებზე იერიში მიიტანეს. აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 47 და დაშავებულია 222 სამოქალაქო პირი.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან ბრძოლას კიდევ 29 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

კონფლიქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანელ და თურქ კოლეგებთან.

დღის ამბები