11 აგვისტო 2022,   03:38
ვრცლად
გლდანულაში 186-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გლდანულაში 186-ე ბაგა-ბაღის ერთ აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სააღმზრდელო დაწესებულებამ დღეს მუშაობა შეწყვიტა.

"მე ხელთ მაქვს ცნობა, სადაც არის წუხელ საღამოს გამოვლენილი. ჩვენ გავიგეთ წუხელ გვიან და დღეს დილით უკვე ბავშვები არ მიგვიღია. ბავშვს არ უვლია, ორშაბათს მოვიდა და წავიდა. არაფერი არ ჰქონია ჩვენთან, მერე საღამოს ცუდად შეიქმნა ალბათ და არც სამშაბათს მოსულა და არც ოთხშაბათს," - აცხადებს ბაგა-ბაღის წარმომადგენელი.

დღის ამბები