ლანჩხუთელ ამომრჩეველს, პოლიტიკურმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე წარუდგინა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე და სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას ჩიგოგიძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამუშაოების, განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე პარტიის პრიორიტეტები გააცნო.
კანდიდატმა მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.