პანკისის მოსახლეობამ ტაჯიკი ბიზნესმენების საქმეზე დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართა.
ადგილობრივები და დაკავებულის ოჯახის წევრები სოფელ დუისში შეიკრიბნენ და ოთხივე პირის გათავისუფლება მოითხოვეს.
მათი განმარტებით, სააგამოძებო ორგანოებს არასწორი ინფორმაცია აქვთ მიღებული და დაკავებულების წინააღმდეგ გატაცების და ფულის გამოძალვის ბრალდება არასამართლიანია. ვინაიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ რამდენი წუთის განმავლობაში ჰყავდათ წაყვანილი მოსალაპარაკებლად.
ისინი, დაკავებულების ბრალეულიბას მხოლოდ ბიზიკურ ანგარიშსწორებაში ადასტურებენ.
პანკისელები და მათ შორის, უხუცესთა საბჭოს წევრები ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებას სთხოვენ.
მოთხოვნებს ადგილზე გაეცნო, "ქართული ოცნების" ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი.
ირაკლის ქადაგიშვილის თქმით, საარჩევნო კამპანია ფარგლებში ხეობაში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე შეუერთდა აქციას. მას გამოძიების ობიექტურობის იმედი აქვს.
საქმე ეხება ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებას. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში. დანაშულის დამტკიცების შემთხვევაში კი 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებულთა შორის არიან ბიზნესმენ ვახტანგ ფარეულიძის ძმა და მისი გარემოცვის წევრები.