19 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
სამეგრელოში გამოვლენილი კორონავირუსი​ს 57 შემთხვევიდან 26 ზუგდიდს უკავშირდება

სამეგრელოში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად 57 პირს კორონავირუსი დაუდგინდა, საიდანაც 26 შემთხვევა ზუგდიდს უკავშირდება, 14 ფოთს, წალენჯიხას - 2, სენაკს - 5, ხობს - 4, ხოლო მარტვილსა და აბაშას - 1.

ასევე, კოვიდინფექცია დაუდასტურდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს. 

სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენს. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 84 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს. 

დღის ამბები