20 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
აზერბაიჯანის ინფორმაციით ქალაქ განჯაზე თავდასხმის შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა   

აზერბაიჯანის მთვარობის ინფორმაციით, ქალაქ განჯაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 12 და დაშავებულია 40 მშვიდობიანი მოქალაქე. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.

ინფორმაციას უარყოფს ოფიციალური ერევანი. მათი განცხადებით, არც სომხეთის ტერიტორიიდან და არც სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სტეფანაკერტისა და შუშის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს, შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციის ცნობით მოსახლეობა თავშესაფარშია გადაყვანილი.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით სომხეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანი-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.

დღის ამბები