25 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
ლიდერობს თბილისი და აქ 471 ახალი შემთხვევაა, აჭარაში 343, იმერეთში 211 - მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1192 შემთხვევა დაფიქსირდა.

მარინა ენდელაძის თქმით, ეს არის აქტიური გავრცელება, რისი პრევენციაც მხოლოდ რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

"1192 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. საერთო ჯამში ქვეყანაში 17477 კოვიდინფიცირებულია. გუშინ გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი. განაწილება ასეთია - ლიდერობს თბილისი და აქ 471 ახალი შემთხვევაა, აჭარაში 343, იმერეთში 211, რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს არის შედარებით მცირე შემთხვევები. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 45, შიდა ქართლი - 37, ქვემო ქართლი - 39, გურია - 18, სამცხე-ჯავახეთი -14, მცხეთა-მთიანეთი-13, კახეთში კი 11 ახალი შემთხვევაა,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღის ამბები