19 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
მკლავჭიდელები სოსო ჯაჭვლიანს სოლიდური თანხების მითვისებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

სკანდალური დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ნაკრების მწვრთნელებსა და მკლავჭიდელებს კი მასთან მუშაობა არ სურთ.

სოლიდური თანხების მითვისებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ნომერ პირველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმაც. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მკლავჭიდელები და მწვრთნელები აცხადებენ, რომ ყველანაირ ხერხს მიმართავენ, რათა ჯაჭვლიანი ფედერაციის მმართველობიდან ჩამოაშორონ. 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები