18 სექტემბერი 2026,   09:12
ვრცლად
მეტად გამკაცრებას ფიქრობს აშშ "ფარას" კანონმდებლობის, ვინაიდან ეს კანონი იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს - ლევან მაჭავარიანი

მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ აშშ-ში "ფარას" კანონმდებლობის მოსალოდნელ გამკაცრებაზე. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება "ფარას" რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.

ასევე, მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ საქართველოში მსგავს კანონზე აგორებული კამპანია უსამართლო იყო და გამჭვირვალობა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ასევე, დაგეგმილი ცვლილება უმრავლესობისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ სუვერენიტეტის დაცვა მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება.

"კიდევ უფრო გამკაცრებას ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატები ამ კანონმდებლობის, ვინაიდან ეს კანონი იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს.

როდესაც ჩვენ ვიღებდით ქართულ გამჭვირვალობის უმარტივეს 6 გვერდიან კანონს, რომელიც არის გაცილებით მსუბუქი, ვიდრე ამერიკული "ფარა", მაშინ თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი ელჩი, ქალბატონი დეგნანი, იდგა იმ უბინძურესი კამპანიის ავანგარდში, რასაც ეწოდა "რუსული კანონი" და რამაც შეიყვანა ჩვენი საზოგადოება შეცდომაში. თუმცა, გავიდა წლები და რასაც აანონსებდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში თითქოს ემიგრანტები ფულს ვერ გადმორიცხავდნენ, თითქოს ავკრძალავდით ენჯეო ორგანიზაციებს, ავკრძალავდით ოპოზიციურ მედიასაშუალებებს და ასე შემდეგ მსგავსი ბოდვები, ჩვენი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები