კოვიდის გახშირებული შემთხვევების გამო, დღეიდან, უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ.
ნუნუ მიცკევიჩი ამბობს, რომ სასწავლებლებში სტუდენტთა და ლექტორთა უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული.