20 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
კლინიკიდან სახლში ფეხით წავედი, დაახლოებით 4 კილომეტრზე მეტი - ნოდიკო ტატიშვილი

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი "დღის კურიერში" აცხადებს, რომ ის,  კოვიდინფიცირებული პაციენტი, სასწრაფომ სახლში არ გადაიყვანა და შინ ტაქსით დაბრუნება შესთავაზა. ნოდიკო ტატიშვილის თქმით, მან,  დაახლოებით, 4 კილომეტრი ფეხით იარა.

"გამოკვლევები რომ დამთავრდა, სასწრაფოს ვურეკავდი, გადავეყვანე სახლში და მითხრეს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი ტაქსით უნდა წავსულიყავი. ვუთხარი, რომ არც ერთ შემთხვევაში ტაქსიში არ ჩავჯდები-თქო, დამაკვალიანეს, რომ სასწრაფოს პროტოკოლით არ ეკუთვნის კოვიდპაციენტის სახლში გადაყვანაო. ავდექი და ფეხით წავედი სახლში. აქედან სახლამდე არის დაახლოებით 4 კილომეტრზე მეტი, აღმართები და ა.შ.

სახლში მისვლისთანავე ვიყავი ძალიან ცუდად, მივხვდი, რომ უფრო მეტად გამირთულდა სუნთქვა. გუშინწინდელ ამბებს გიყვებით.

გუშინ გადმოვედი უკვე ბოჭორიშვილის კლინიკაში და მადლობა, საოცარი მედპერსონალია, მეც და ყველას ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ," - განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.

დღის ამბები