სროლა სოფელ ყიზილაჯლოში - როგორც "კურიერს" თვითმხილველები უყვებიან, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ ლევან მიქელაძეს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტს წინ უძღოდა რამდენიმე გასროლა ჰაერში.
"კურიერთან" საუბრის დროს კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრები ყვებიან, რომ საარჩევნო შეხვედრის დროს, ოპოზიციური პარტიის აქტივისტს აედევნენ და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორებაც სცადეს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.