30 ნოემბერი 2020,   03:44
ვრცლად
მინდია ჯანელიძემ რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ გენერალური პროკურატურა დატოვა

დღეს გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე. ყოფილ მაღალჩინოსათან გამოძიებას კითხვები
საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეზე დაწყებულ საქმესთან აქვს.

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მინდია ჯანელიძე ესწრებოდა 2014 წლის შეხვედრას დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონსა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.

კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, პროკურატურიდან გამოსული მინდია ჯანელიძე დეტალებზე არ საუბრობს.

საქმე დავით გარეჯის საკითხზე, საზღვრის დემილიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების მიმართ მიმდინარე გამოძიებას და დავით გარეჯთან დაკავშირებული ახალი რუკების აღმოჩენას უკავშირდება.

დღის ამბები