25 აპრილი 2024,   03:34
ვრცლად
ომის სამი კვირა მთიან ყარაბაღში - სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის მიუხედავად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მაინც აქვს იმედი, რომ მხარეებს სროლის რეალურად შეჩერებაზე დაიყოლიებს.

ერევანი კვლავ უაყოფს, რომ სომხეთმა სარაკეტო იერიში კიდე ერთ ნავთობსადენზე მიიტანა - ამჯერად საუბარია ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენზე.

დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კიდევ 13 სოფლის აღების შესახებ გააკეთა განცხადება. მათი უმეტესობა უკვე დაცარიელებული და დანგრეულია.

სომხეთის პრემიერი ნიკოლო ფაშინიანი მსოფლიოს კვლავ მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიარონ. ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ეს მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი გზაა.

სამკვირიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანმა სამხრეთის ფრონტზე წინ წაიწია და 26 წლის წინ დაკარგულ ჯებრაილის, გადრუტის და ფიზულის რაიოონებზე კონტროლი დაიბრუნა. ამის გარდა, აზერბაიჯანის არმიამ დროშა აღმართა კიდევ ერთ სტრატეგიულ ადგილზე, რომელიც ირანის საზღვართან მდებარეობს.

დღის ამბები