კორონავირუსმა გავრცელების მასშტაბური სახე მიიღო - COVID-19 ახალქალაქში სასწრაფოს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა.
ინფიცირებულებიდან 12 პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, ერთი მათგანი კი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში, კოვიდმიმღებ განყოფილებაში გადმოიყვანეს. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.
სამცხე-ჯავახეთში ასევე კორონავირუსი დაუდასტურდათ მასწავლებლებს, რის გამოც რეგიონში ექვსი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით, ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება ახალციხის #4, ვალეს #2, ახალქალაქის #5 და ნინოწმინდის #1, #2 და #3 საჯარო სკოლებში.