24 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში "კოვიდ19" სასწრაფო დახმარების კიდევ 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 26 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია. მათგან 13 - ახალციხის სასწრაფო დახმარების პერსონალია, ხოლო დანარჩენი 13-ახალქალაქის. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, უკვე მოკვლეულია ინფიცირებულთა კონტაქტები და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინფიცირებულები არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების როგორც ექიმები და ექთნები, ასევე მძღოლებიც.

ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის კორონავირუსის დაუდასტურების შესახებ ინფორმაცია 19 ოქტომბერს სასწრაფო დახმარების განყოფილების მენეჯერმა ერემ ეზოიანმა დაადასტურა. იგი ამბობდა, რომ თანამშრომლების იზოლაციაში ყოფნის გამო, ახალქალაქის სასწრაფო დახმარება არ მუშაობდა.

დღეს, 20 ოქტომბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში კი განაცხადეს, რომ "დამატებითი ეკიპაჟი მობილიზდა და ემსახურება ახალქალაქის მოსახლეობას".

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების გარდა, COVID 19 სამედიცინო პერსონალს დადასტურებული აქვს, ახალციხის კლინიკა "იმედსა" და "ევექსშიც".

დღის ამბები