40 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
"ქალბატონი იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით. შემოსვლისთანავე მისი მდგომარეობა მძიმე იყო, ანამნეზში ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ტახისისტალური ფორმა.
40 წლის ქალბატონის მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც მძიმე. მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი. ამ პაციენტს აღენიშნებოდა ცერებრალური დამბლა, შაქრიანი დიაბეტი,"- აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.