ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება.
გუშინდელ პროცესზე ადვოკატმა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა - საკითხის განსახილველად მოსამართლემ დრო ითხოვა და პროცესი დღეისთვის გადაიდო. სხდომა გუშინდელის მსგავსად ამჯერადაც დისტანციურ რეჟიმში ჩაივლის და მას ნიკოლოზ ბასილაშვილიც ესწრება.
ცნობილ ჩოგბურთელს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებენ. მას სასამართლომ 100-ი ათას ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.